ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა

14 სექტემბერი 2019, 21:15 1182 ნახვა

დროებით გაიხსნა ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი, მიზეზი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა  გახდა, სასწრაფო დახმარების მანქანამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 55 წლის ქალი გადმოიყვანა.

როგორც იცით, დეფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ ახალგორში მოძრაობა გაურკვეველი ვადით არის აკრძალული. მოსახლეობა ვერ გადაადგილდება. 

საგარეო უწყებამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს პროცესი უკიდურესი შეშფოთების საგანია რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს იუწყება  მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას და მის საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროვოკაციული მოქმედებები და უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე. შეხვედრებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო უწყება მომავალი კვირიდან გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში