ჩაქვისა და ხულოს სასაკლაოებზე, სადაც ხორცი მუშავდებოდა, მწერები აღმოაჩინეს 

12 სექტემბერი 2019, 16:51 1861 ნახვა

ფოტო: სოციალური ქსელიდან

აჭარაში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგი ჩაატარა. ინსპექტორებმა რეგიონში მოქმედი 6 სასაკლაო შეამოწმეს.

11 - ჯერ შემოწმების შედეგად, მონიტორინგის ჯგუფმა 120 შემთხვევაში სტანდარტთან შეუსაბამობა დააფიქსირა, თუმცა არაკრიტიკული. 

2 სასაკლაოში  5 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც 3 ჯარიმა დაიწერა, სასაკლაოები კი დაილუქა. აღნიშნული სასაკლაოები 1000-1000 ლარით დაჯარიმდა, ერთ - ერთს კი  განმეორებით 1200 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რადგან  არ გაითვალისწინა მონიტორინგის წევრების გაფრთხილება. 

 ინსპექტორებმა სასკლაოებში მწერები დააფიქსირეს, ასევე დარღვეული იყო ტემპერატურული რეჟიმი (მაცივარი) და არ ჰქონდათ სასაკლაოზე სტერილიზატორი. 

მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოები, სადაც კრიტიკული დარღვევები დაფიქსირდა ჩაქვსა და ხულოში მდებარეობს. 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ დღეის მდგომარეობით ორივე სასაკლაომ კრიტიკული შეუსაბამობა გამოასწორა და ფუნქციონირება განაახლა.

2019 წელს, საქართველოს მასშტაბით,  სახელმწიფომ  ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო  290-ჯერ შეამოწმა. მონიტორინგის შედეგად 31 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

საქართველოში სულ 150 - მდე სასაკლაოა რეგისტრირებული. სააგენტოში ამბობენ, რომ  სიტუაცია წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია და ბიზნესოპერატორები მათ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში