BIAFF 2019 - ბათუმის საავტორო კინოფესტივალი იწყება

11 სექტემბერი 2019, 15:03 1992 ნახვა

ბათუმი  საავტორო  ფილმების მე-14  საერთაშორისო კინოფესტივალს 15-დან 22 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.  უკვე ცნობილია პროგრამა, კინოფესტივალის საპატიო სტუმრების და ჟიურის შემადგენლობა.

კინოფესტივალზე  მხატვრულ დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან საკონკურსო ფილმებს აჩვენებენ, ასევე წარმოდგენილი იქნება არასაკონკურსო ფილმებიც. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასების გამართვაც. 
 

''ბიაფი 2019'' ბათუმის დრამატულ თეატრში 15  სექტემბერს 18:30 საათზე გაიხსნება. გახსნის ცერემონიალზე კონემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალურ პრიზს ქართველ და უცხოელ ხელოვანებს გადასცემენ. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში