ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ტელეკომპანიის ახალმა მენეჯმენტმა არჩევანი ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილზე გააკეთა. იგი არხის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციასაც შეითავსებს.
იმნაიშვილი ამბობს, რომ აქვს ამბიცია, „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების და გამარჯვებული თანამშრომლების ტელევიზია, როგორც ამბობს, მთავარი ამოცანა არის, რომ შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო-ხელშეკრულება იყოს გაწერილი რეგლამენტი, რომელსაც იურიდიული ძალა ექნება.
ისაუბრა ასევე უკვე ყოფილი თანამშრომლების დაბრუნებაზეც, როგორც იცით კურიერის მთელმა შემადგენლობას სამსახური რამდენიმე დღის წინ დატოვეს.