გაზის მაგისტრალის დაზიანების გამო 3000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

23 აგვისტო 2019, 15:07 256 ნახვა

ბათუმში, ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტებს დღის ბოლომდე აღუდგება - ამბობენ „სოკარ ჯორჯია გაზში“ . დილით, მელიქიშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთასთან, გაზის მილი იმ დროს დაზიანდა, როცა შპს „პისიმაქსს“ მიწისქვეშა კომუნიკაცია გაჰყავდა.  

შედეგად გაზის გარეშე 3000-მდე აბონენტი დარჩა. შპს პისიმაქსში, ამბობენ, რომ მილის დაზიანება ''სოკარ ჯორჯია გაზის'' არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ გამოიწვია. ბრალდება „სოკარ ჯორჯია გაზში“ უპასუხოდ დატოვეს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში