შემოთავაზება მივიღე - გადაწყვეტილება არა - ნინო შუბლაძე ''რუსთავი 2''-ში დაბრუნებაზე

21 აგვისტო 2019, 18:23 1893 ნახვა

ნინო შუბლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ''რუსთავი 2''-ში დაბრუნებაზე შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღია. 

სტატუსი ფეისბუქის საკუტარ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. 

ნინო შუბლაძე ამბობს, რომ მორალური ზღვარისთვის არასდროს გადაუბიჯებია და ამის გაკეთებას არც ახლა აპირებს. 

''სალამი ყველას... სახედაკარგულებსაც!

პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ ... 
მეორე დღეა ვყურებ სრულ ისტერიას …ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ ...

ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად ... არც ახლა გადავალ ამ ზღვარს....

ამიფეთქდა ტელეფონი - თქვენი პიროვნულიი გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო...

პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა - საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს ....'' - წერს შუბლაძე. 

გუშინ, ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თქვა, რომ საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის პოზიციაზე ნინო შუბლაძის კანდიდატურაც განიხილებოდა. 

მოქმედი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სამსახურიდან 20 აგვისტოს გაათავისუფლეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში