2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 35,5 პროცენტით შემცირდა

15 აგვისტო 2019, 12:21 1612 ნახვა

2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 35,5 პროცენტით შემცირდა. შარშან, საქართველოში უცხოელმა ინვესტორებმა 1,265 მილიარდი აშშ დოლარი შემოიტანეს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინვესტიციების შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზად  მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულებას ასახელებს. მათი განმარტებით, ინვესტიციებზე გავლენა იქონია იმანაც, რომ  რამდენიმე საწარმო, რომელიც უცხოური  ინვესტიციით იყო შექმნილი  საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში გადავიდა.

რაც შეეხება სტატისტიკას. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზე აზერბაიჯანია – 246 მილიონი დოლარით , მეორეზე – ნიდერლანდები 208 მილიონი დოლარით , ხოლო მესამეზე – გაერთიანებული სამეფო 179 მილიონი დოლარით

2018 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა – 271 მილიონი დოლარი, მეორე ადგილზეა – მშენებლობის სექტორი 173 მილიონი დოლარით,  მესამე ადგილზეა – ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 163 მილიონი დოლარით. უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ყველაზე დიდი კლება, სწორედ, ამ დარგში აღინიშნება, სხვაობამ  2017 წელთან შედარებით  361,9 მილიონი დოლარი შეადგინა.
 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში