ისტორიაში პირველად სუპერთასზე ქალი არბიტრი იმსაჯებს

14 აგვისტო 2019, 15:01 2217 ნახვა

 დღეს სტამბულში  უეფას სუპერთასის შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ‘’ლივერპული’’ და ევროპა ლიგის  გამარჯვებული ‘’ჩელსი’’ დაუპირისპირდებიან.

მატჩს  35 წლის ფრანგი სტეფანიე ფრაფატი განსჯის. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მამაკაცთა  ამ რანგის შეხვედრაზე ქალი არბიტრი იმასაჯებს.

35 წლის სტეფანიე, წელს გამართულ მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის არბიტრი იყო და მათ შორის  ფინალური შეხვედრის მთავარ არბიტრადაც მოგვევლინა.

გამოცდილი მსაჯი უკვე რამდენიმე წელია მამაკაცთა შორის საფრანგეთის ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის მატჩებს უძღვება. 

ფრაფატის ასისტენტები ფრანგი მანუელა ნიკოლოსი და  ირლანდიელი მიშელ ო’ნილი იქნებიან , ხოლო მეოთხე არბიტრის პოზიციას  გამოცდილი თურქი ჩუნეით ჩაქირი დაიკავებს.

,,ვოდაფონ პარკზე’’ შეხვედრა ,,ლივერპულსა ‘’ და  ,,ჩელსის’’  შორის თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში