ხელოვნურია  თუ არა ფასების  ზრდა? - კონკურენციის სააგენტოს ბრალდებები ბიზნესსექტორს

05 აგვისტო 2019, 21:28 1346 ნახვა

კონკურენციის სააგენტო, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო, რიგი მწარმოებელი კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან საინფორმაციო საშუალებებში, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა.  სააგენტოში აცხადებენ, რომ საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს. მიუხედავად საჯარო განცხადებებისა, ფასები სავაჭრო ობიექტებში უკვე გაიზრდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში