განცხადებები ფასების შესაძლო მატებაზე

04 აგვისტო 2019, 15:14 354 ნახვა

საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო, რიგი მწარმოებელი კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან საინფორმაციო საშუალებებში, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდა. ამის შესახებ განცხადება კონკურენციის სააგენტომ გაავრცელა.

მათი ცნობით, საჯარო განცხადებაში დაფიქსირებული ფაქტები, შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და ,"კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს. კონკურენციის სააგენტოს განცხადებას, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია გამოეხმაურა. ასოციაცია მზად არის აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა მოხდეს ჭეშმარიტების დადგენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში