მაშველებმა რაჭა-ლეჩხუმის ტყეში ორი შვეიცარიელი ტურისტი გადაარჩინეს

01 აგვისტო 2019, 16:51 543 ნახვა

ლენტეხში, სოფელ ზესხოს მიმდებარედ, მთებში შვეიცარიის ორი მოქალაქე იყო დაკარგული. ტურისტების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე, გავიდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს 10-კაციანი ქვეითი ჯგუფი. მაშველებმა რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფის და გარემო პირობების გათვალისწინებით, დასახმარებლად ვერტმფრენის გამოძახება გადაწყვიტეს.

დაკარგული ტურისტების სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

რამდენიმე საათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა ტურისტები იპოვეს და ვერტმფრენის საშუალებით თბილისში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 15-მა მაშველმა. ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში