1 გარდაცვლილი და 12 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე

13 ივლისი 2019, 22:09 6380 ნახვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა - ინფორმაცია ტვ25 გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულთა განსხვავებულ რაოდენობაზე საუბრობენ ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დაახმარების ცენტრში. აქ გვითხრეს, რომ ავარიის  შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათივე განმარტებით რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმე იყო.

შსს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში