რუსთავი ორი მაუწყებლობას წყვეტს - ტელევიზიის გარეთ აქცია მიმდინარეობს

08 ივლისი 2019, 02:21 4386 ნახვა

"რუსთავი ორის" წინ, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეების ნაწილი აპროტესტებს წამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებას. ითხოვენ ტელეკომპანიიდან გიორგი გაბუნიას წასვლას, ასევე არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გადადგომას. "რუსთავის 2"-ის შენობის წინ შეკრებილების ნაწილმა მოითხოვა, რომ გაბუნიამ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მსგავსად დატოვოს ქვეყანა. 

აქციის პარალელურად განცხადება გააკეთა ნიკა გვარამიამ. მედიამენეჯრი ამბობს, რომ წყვეტს  მ​აუწყებლობას მანამ, ვიდრე ჟურნალისტების უსაფრთხოება არ იქნება დაცული. 

" ეს არ არის სპონტანურად შეკრებილი აქცია, ესაა ხელისუფლების ორგანიზებული აქცია. ჩვენ ვხედავთ ნაცნობ სახეებს, რომელიც ყველა ვითარებაში ჰყვს გავეშებული საქართველო პრო-პუტინისტურ ხელისუფლებას.

დღეს გაბუნიას ძალიან მძიმე შეცდომის ერთადერთი პოზიტიური მხარე აღმოჩნდა, რომ საზოგადოებაში მოხდა აბსოლუტური ლუსტრაცია. ჩვენ მივიღეთ საქართველს ხელისუფლების მეტი ლუსტრაცია ვიდრე გავრილოვის დროს. საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიტანა პუტინის უხამსად მოხსენიება. დავანებოთ თავი ფორმას, ამაზე არხმა უკვე გაავრცელა თავისი დამოკიდებულება.

მიუღებელი ფორმა იყო, თუმცა სრული მონური მორჩილებით ხელისუფლების ყველა უწყებამ პარლამენტით და პრემიერით დამთავრებული დაიწყო პუტინთან ბოდიშების ხდა. რა შეცდომაც არ უდნა დაეშვა გიორგი გაბუნიას, ჩვნეი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სახის პროდასავლელი და ძლაიან დამსახურებული ჟურნალისტის თავს ამ პროპუტინისტურ ბრბოს ცხადია არ გადავუგდებთ. არავინ არასდროს არსად არ გადადგება. ეს ბრბო არის საქართვლეოში რუსეთის წარმომადგენლობა ისევე როგორც ხელისუფლება” – განცხადებას "ნეტგაზეთი" ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი