მაიკ პომპეოს გზავნილები

12 ივნისი 2019, 15:06 340 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აშშ მთავრობის სახელით განცხადებას აკეთებს, მაიკ პომპეო საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
 

როგორც ამბობს  საქართველოს არ მოაკლდება აშშ-ს მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების გზაზე.მაიკ პომპეოს საქართველოს პრემიერი შეხვდა, მამუკა ბახტაძემ მოისმინა სახელმწიფო მდივნის მოსაზრება ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის პროცესის დაწყების შესახებ,. ამერიკის მთავრობაში ფიქრობენ, რომ ეს პროექტი აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას.

საქართველოში ამ განცხადებებს რადიკალური შეფასებები მოჰყვა, ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები ფიქრობენ, რომ ეს იყო ამერიკის ბოლო გაფრთხილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მმართველ გუნდში კი პოლიტიკურ განცხადებებს კრიტიკად არ აღიქვამენ და ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებზე საუბრობენ.

დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა  ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსთან  სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში