აჭარაში მაისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა 15 შემთხვევა დაფიქსირდა

06 ივნისი 2019, 14:49 538 ნახვა

აჭარაში მაისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 15 შემთხვევა გამოვლინდა, საქართველოს მასშტაბით კი მაკონტროლებლებმა სულ 131 ფაქტი დააფიქსირეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის 13 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 9,746.21 მ3 ხე-ტყე.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 23 ფაქტი გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთში, ყველაზე ნაკლები კი გურიაში.

''სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 19 ფაქტი, იმერეთში - 16, გურიაში - 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 8, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 15, მცხეთა-მთიანეთში - 11, შიდა ქართლში - 6, ქვემო ქართლის მასშტაბით - 13, კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი, 18 ფაქტი დაფიქსირდა'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

1 მაისიდან 31 მაისის პერიოდში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი გამოვლინდა. ამოღებულია 12 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი მასალა.

დოკუმენტები რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი