კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა - "Energo Pro" ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე

06 ივნისი 2019, 13:08 489 ნახვა

დღეს, 6 ივლისს, კომპანია "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" კუთვნილი ვერტმფრენი დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ, ე.წ. ყანებთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. გარდაიცვალა ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის ორი წევრი და სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" თანამშრომელი. 

მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ენერგო-პრო ჯორჯიამ განცხადება გაავრცელა, სადაც გამორიცხავს ელექტრო სადენებთან ვერტმფრენის შემხებლობას. 

"ენერგო-პრო ჯორჯიას გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, დღეს ავარიული გათიშვა არ მომხდარა. აღნიშნულ ქსელში ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს და შესაბამისად, კომპანიის კუთვნილ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამოირიცხა" - წერია კომპანიის ფბ გვერდზე. 

ენერგოკომპანია მწუხარებას გამოთქვამს დღეს ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.

შს სამინისტრომ გამოძიება, 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში