მოსახლეობის პროტესტი

21 აგვისტო 2016, 00:00 1616 ნახვა

ადლიის დასახლების მცხოვრებლები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, გზაზე, რომელიც უბანს ცენტრალურ მაგისტრალთან აკავშირებს, თავს საეჭვო რეპუტაციის ადამიანები აფარებენ, რის გამოც ხშირად გადაადგილება უჭირთ. ამასთან, სისტემატურად ხდება ტერიტორიის დანაგვიანებაც, რაც ასევე პრობლემატურია. ადგილობრივები შექმნილი ვითარების გამო უცნობ ადამიანებთან გახშირებულ კონფლიქტებზე და დაუცველობაზეც საუბრობენ და გზაზე განათებისა და შლაგბაუმის დამონტაჟებას ითხოვენ. ადლიელების პროტესტს 70-ე საარჩევნო ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც შეუერთდა. თემურ დუმბაძემ შესაბამის უწყებებს პრობლემის დროული გადაჭრისკენ მოუწოდა.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი