დაწყებულია გამოძიება-ქობულეთის სანდასუფთავების უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს

05 ივნისი 2019, 21:50 5217 ნახვა

„მოვიყვანე ჩემი ცოლის ძმა და დავნიშნე, რაა ამაში ცუდი“ - ეს ქობულეთის სანდასუფთავების უკვე ყოფილი უფროსის სიტყვებია, თუმცა სულიკო ბლადაძე სამსახურიდან ამის გამო არ გაუთავისუფლებიათ - მერის, მირიან ქათამაძის თქმით იგი არაკორექტულობის გამო დაითხოვეს და თან საკუთარი სურვილით. თავდაპირველად ბლადაძემ გვითხრა, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო, მერიის შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი პირიქით. ამასთან, იგი ნეპოტიზმში პრობლემას ვერც დღეს ხედავს.

ისევე, როგორც ყოფილი უფროსი, ქობულეთის მერიც,  ტვ 25-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში გახმოვანებული ფაქტების მიუხედავად, უარყოფენ ფიქტიური თანამშრომლების არსებობას. დაინახავს თუ არა დარღვევას შიდა აუდიტი და დაინახავს თუ არა თანხის უკანონოდ გაფლანგვას პროკურატურა - ეს შემდგომში უნდა გამოჩნდეს - საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში