საზღვაო აკადემიის თანამშრომელი ამბობს, რომ რექტორი დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

05 ივნისი 2019, 17:20 7173 ნახვა

საზღვაო აკადემიის სტუდენტთა სერვისებისა და კარიერული მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა,  დღეს, 5 ივნისს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ აკადემიის რექტორმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. გოჩა ჩიტიძე ამბობს, რომ შემთხვევა სხდომაზე მოხდა, სადაც საზაფხულო სკოლის საკითხს განიხილავდნენ.  თქვა, რომ საზაფხულო სკოლის ორგანიზების საკითხებში ჩართული არ ყოფილა და პასუხისმგებლობას მისი დეპარტამენტი ვერ აიღებდა. 

ჩიტიძე ირწმუნება, რომ განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო,  ირაკლი შარაბიძემ მას სხვების თანდასწრებით, უცენზურო სიტყვებით მიმართა. 

''დღეს ჩატარდა მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ თათბუირი, რომლის დროსაც ერთ-ერთ ჩვეულებრივ მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით გამოვთქვი განსხვავებული პოზიცია, ამაზე  ბატონ რექტორს ჰქონდა,  ჩემი აზრით არაადეკვატური რეაქცია,  იგი წამოხტა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა  და ფიზიკური ანგარიშსწორებით დამემუქრა. საერთოდ ბატონ ირაკლის ახასიათებს  ბილწსიტყვაობა, მაგრამ თანამშრომელთან, ხელქვეითთან მიმართებაში ასეთი რამ პირველად მოხდა. 

ვაპირებ ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მივმართო ზემდგომ უწყებას, კერძოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მე ვაპირებ ყველა კანონიერი გზით დავიცვა ჩემი უფლებები'' ამბობს გოცა ჩიტიძე. 

საზღვაო აკადემიის თანამშრომელი ლექტორისგან  ბოდიშის მოხდას ითხოვს. 

​''ვითხოვ ასევე საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, პიროვნული შეურაცხყოფისათვის, მუქარაზეც პასუხი აგოს. მე ამის შემდეგ უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობ თავს. მოსალოდნელია ამ მუქარის ასრულება. ზოგადად ბატონი ირაკლი ბილწსიტყვებს ხშირად ვერ აკონტროლებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ყველაფერი გამოიწვია ჩემს მიმართ აგრესიულმა დამოკიდებულებამ. დიდი ხანია ცდილობს ჩემს შევიწროებას, სხვადასხვა შემოთავაზებებით, სხვა სამსახურში გადაყვანის დაპირებებით. მე დადგენილი კანონდებლობით ვმოქმედებ. განსხვავებული აზრი მხოლოდ აქედან გამომდინარე მაქვს. ვცდილობ კანონის ფარგლებში იყოს ყველა გადაწყვეტილება მიღებული. ის საკითხი, კონკრეტულად, რომლის შემოთავაზებაც უნდოდათ ჩემი დეპარტამენტისთვის არ შედის ჩვენს კომპეტენციაში, მე ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას. ეს ეხებოდა საზაფხულო სკოლა, რომლის შემუშავების პროცესში არ ვიყავი ჩართული, არც განხორციელების, დასკვნით ეტაპზე იყო მცდელობა, რომ დეპარტამენტი ჩართულიყო ამაში. რაც არ არის ჩვენი უფლებამოსილება. არ გვაქვს სამაგისო კომპეტენცია. ამაზე გამოვთქვი მოსაზრება, რასაც მოყვა არაადეკვატური რეაქცია, თმენის ვალდებულება ომ არსებობს. სტუდენტებს ვუჩერებთ გინებისა და შეურაცხყოფისთვის სტატუსს, რექტორი კი ვერ აკონტროლებს ემოციებს'' - ამბობს გოჩა ჩიტიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თემაზე მუშაობას განაგრძობს და ირაკლი შარაბიძის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი