ტრეფიკინგთან ბრძოლის დღე

30 ივლისი 2025, 18:18 187 ნახვა

ზრუნვის სააგენტოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, სააგენტოს როლს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის პროცესში.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო  ცნობიერების ამაღლების მიზნით ყოველწლიურად საინფორმაციო კამპანიას ატარებს. კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ტრეფიკინგის როგორც დანაშაულის, მისი დროული ამოცნობისა და პრევენციის შესახებ, ასევე ინფორმირება არსებული სახელმწიფო მხარდამჭერი სერვისების თაობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი