ბათუმში მაღალჩინოსნები კაბინეტებიდან ერთდროულად აიყვანეს 

30 მაისი 2019, 15:52 6849 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად ორი მაღალჩინოსანი აიყვანეს. წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, წარსულში კი ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძეა. 

მაუწყებელს უთხრეს, რომ მანველიძე სამინისტროში თანამშრომლების თვალწინ დააკავეს.   ინფორმაციას არ გვიდასტურებენ განათლების სამინისტროში.  განათლების სამინისტროს პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს  არ პასუხობენ.

მაუწყებელი ტელეფონის ზარებს არ პასუხობს არც ბაგრატ მანველიძე. 

სპეცოპერაცია ჩატარდა ჩვენი ინფორმაციით ბათუმის მერიაშიც, წყარო გვეუბნება რომ მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია დაკავებული. მერიიდან პოლიციამ კიდევ 4 თანამშრომელი წაიყვანა. 

პარალელურად აჭარის პროკურატურამ 17:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა ბრიფინგი ბათუმში ჩატარებულ ორ სპეცოპერაციას სახელმწიფო უწყებებში. პროკურატურაში, მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ საკითხი კონკრეტულად ხელვაჩაურს არ ეხება. დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ.  

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი