ნიკა გვარამია - სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენელს უნდობლობას უცხადებს

25 მაისი 2019, 21:40 1923 ნახვა

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი, სოციალურ ქსელში "რუსთავი 2" წინააღმდეგ, ხელისუფლების ახალ ორკესტრირებულ შეტევაზე აკეთებს განცხადებას. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელთან აქვს აქტიური კომუნიკაცია და აძლევს მითითებებს, როგორ იმოქმედონ ტელეკომპანიის წინააღმდეგ. 

ნიკა გვარამიას მტკიცებით, საქართველოში "რუსთავი 2" 9%-იანი წილის მფლობელის მიერ შეტანილი სარჩელიც, ამ სქემის ნაწილია. 

"ბოლო დღის ინფორმაციამ რომელიც ჩვენ მივიღეთ, მაღალი სახელისუფლებო წრეებიდან, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ჩვენს დღის წესრიგში. უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ბატონ ლადო ჭანტურიას, აქვს კომუნიკაცია საქრათველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. როგორ იმოქმედოს რუსთავი ორის საქმეზე. მიმდინარეობს ორკესტრირებულად დაგეგმვა საქმესთან დაკავშირებული დეტალების. ეს სარჩელიც, რომელიც შესულია სასამართლოში, ემსახურება ამ მიზანს და არის ამ სქემის ნაწილი, რომელიც ლაგდება სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის თანამონაწილეობით" - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ტელეკომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენელმა დაარღვია სამოსამართლო ეთიკა, არ გამოიყურება მიუკერძოებლად, ამიტომ მის აცილებას ითხოვენ. 

"რამდენიმე დღის წინ, ხელისუფლებაში გაჟონილი ინფორმაციით, ლადო ჭანტურიამ მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შედგა "რუსთავი2" დაკავშირებული პროექტის განხილვა სტრასბურგის სასამართლო კოლეგიის მიერ. პროექტი იქნა დაწუნებული და მიუბრუნდა უკან მომხსენებელს გარკვეული შენიშვნებით. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის დაზუსტებით ცნობილია. ვიცით იუსტიციის სამინისტროში არსებული წყაროების მხრიდან. საკუთრივ იუსტიციის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მიიღო ბატონი ჭანტურიას მხრიდან, რაც არის სამოსამართლო ეთიკის უხეში დარღვევა. წარმოადგენს სტრასბურგის განაწესების უხეშ დარღვევას და ამ საფუძვლით აცილებას ვუცხადებთ ბატონ ლადო ჭანტურიას. 

მიგვაჩნია, რომ მისი თანამონაწილეობით ეს საქმე არ უნდა გადაწყდეს. ევროპული კონვენციით დადგენილია, რომ მოსამართლის აცილების საფუძველი არის არა დოკუმენტურად დადასტურებული მიკერძოება, არამედ ის შემთხვევა, როდესაც ის არ გამოიყურება ნეიტრალური საზოგადოების თვალში. 

ლადო ჭანტურია "რუსთავი2"-სთვის და ყველა იმ მაყურებლისთვის, რომელიც მხარს უჭერს "რუსთავი2"-ს, არ გამოიყურება სათანადოდ მიუკერძოებლად, შესაბამისად ჩვენ მის აცილებას ვითხოვთ. მათ შორის იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ახლა მოგახსენეთ. რამდენიმე თვეა მუსირებს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო იგებს ამ საქმეს, ჩვენ აქამდე ხმა არ ამოგვიღია.  იმიტომ, რომ პატივს ვცემდით სასამართლოს და არ გვინდოდა სპეკულაციებზე აყოლა, მაგრამ ახლა გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია ბატონი ჭანტურიას და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთშეთანხმებული ქმედების და მათ შორის კოორდინაციის, ინსტრუქციების გაცვლა გამოცვლის შესახებ" - ამბობს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში