ორ ოლქში მეორე ტურის ალბათობა არსებობს - ბიძინა ივანიშვილი

19 მაისი 2019, 12:23 2092 ნახვა

თბილისის #4 საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად მივიდა. 

"აქტივობა მაღალია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების კანდიდატები დიდი უპირატესობით მოიგებენ. ისევე, როგორც ძველ წლებში, ჩვენი ამომრჩეველი მხარს დაუჭერს ევროპის სწრაფვას" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისივე თქმით, ორ ოლქში მეორე ტურის ალბათობა არსებობს, თუმცა დიდი ალბათობით, იქაც ყველა კანდიდატი, პირველივე ტურში დაამარცხებს ოპოზიციას. 

ზუგდიდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში