200 000 ევრო გომარდულში სპორტული ტურიზმის განვითერებისთვის

10 მაისი 2019, 21:20 2395 ნახვა

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიას ეძებს, რომელსაც რეგიონის სპორტული პოტენციალის შესასწავლად კვლევას დაუკვეთავს - პირდაპირი შესყიდვის ნებართვა მთავრობამ უკვე მიიღო.

შერჩეულმა ორგანიზაციამ სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევასთან ერთად, სპორტული ტურიზმის განვითარების გეგმა უნდა შეიმუშაოს გომარდულისთვის. ამაში მას 200 ათას ევროს გადაუხდიან.

აჭარის მთავრობის ხედვით პოტენციალი გააჩნია, როგორც მაღალმთიან, ისე ზღვისპირა მუნიციპალიტეტებს. ინიციატორებს იმედი აქვთ, რომ კვლევა ინვესტორების მოზიდვაში დაეხმარებათ. ამისთვის კი ფაქტია ნდობის მაღალი ხარისხია საჭირო - სწორედ ასეთი კომპანია უნდა იპოვოს ოფიციალური ინფორმაციით მთავრობამ. დოკუმენტი მზად სექტემბრის ბოლოსთვის უნდა იყოს.

 

200 000 ევრო სპორტული ტურიზმისთვის აჭარაში

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში