''ერისიონის'' კონცერტი ''ბლექ სი არენაზე''

13 აგვისტო 2016, 00:00 3065 ნახვა

ლეგენდარული ანსამბლი გრანდიოზული შოუსთვის ემზადება. ერისიონის კონცერტი ბლექსი არენაზე რამდენიმე წუთში დაიწყება და მას აქ შეკრებილი 10 ათასი მაყურებელი იხილავს. ფოლკლორული კონცერტისთვის სპეციალურად გადაეწყო  გახმოვანების სისტემა, რაც დარბაზში მყოფი  თითოეული მაყურებლისთვის სანახაობას უფრო ეფექტურს გახდის. პროექტს “ქართული საგანძური” ერისიონი ქართულ  აუდიტორიას დღეს  პირველად წარუდგენს. შოუ-პროგრამა 2 საათი გაგრძელდება. 

ამავე კატეგორიაში