ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირველი სარაგბო ბაზა იხსნება

07 მარტი 2017, 20:00 950 ნახვა

სულ ცოტა ხანში ბათუმში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირველი სარაგბო ბაზა იხსნება, რომელიც მთლიანობაში სამ მოედანს აერთიანებს. სასპორტო კომპლექსი თითქმის  ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული. როგორც ბათუმის მერიის წარმომადგენელი თენგზის პეტრიძე აცხადებს, რაგბის ძირითადი მოედანი 2500   მაყურებელზეა გათვლილი, ხოლო მცირე მოედანი კი 500 სტუმარს იტევს. თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზა შეზღუდული შესაძებლობის პირებზეცაა გათვლილი. კომპლექსი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათებითაა აღჭურვილი რაც თამაშის როგორც დღისით ასევე ღამითაც ჩატარების საშუალებას იძლევა. ადგილზე ასევე 220 ავტომობილისტთვის ავტოსადგომიც მოეწყო. დღესდღეობით აჭარის რაგბის ფედერაციაში სულ 700 ადამიანია გაწევრიანებული. ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად უნგიაძემ ჟურნალისტებთან აქამდე აჭარაში სარაგზო ბაზის არქონის პრობლემებზე ისაუბრა. 
თენგო ზვიადი
სარაგბო ბაზის მშენებლობა ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით 7 მილიონ 355 ათასი ლარი დაჯდა. ამ წუთებში ადგილზე სარაგბო ბაზის გახსნას „ქართუს“ თავმჯდომარე, აჭარის მთავრობისა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები ესწრებიან.  

ამავე კატეგორიაში