მეწყერი ხელვაჩაურში

04 სექტემბერი 2016, 20:00 952 ნახვა

ძლიერი წვიმა იყო გუშინ რეგიონში. უხვმა ნალექმა ხელვაჩაური დააზარალა. მეწყრული პროცესები კვლავ გააქტიურდა ზედა თხილნარში. 5 დღის წინ, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, საცხოვრებელ სახლებთან მისვლას ისევ ვერ ახერხებენ. გამგეობამ სამი ოჯახი ალეტრნატიულ საცხოვრებელში ქირით უკვე გადაიყვანა. მათი სახლების მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს კი გეოლოგები უკვე სწავლობენ. დასკვნის შემდეგ გადაწყდება, ფერდსამაგრი სამუშაოები გაგრძელდება თუ ეს ოჯახებიც ეკომიგრანტთა რიგებს შეემატებიან. 
ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე განმარტავს, რომ სალიკვიდიციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში წუხელ დაიწყო. სოფელ ერგეში მძიმე ტექნიკა ამ წუთებში საავტომობილო გზას მიწის მასისგან ათავისუფლებს

ამავე კატეგორიაში