საპროტესტო აქცია აჭარის მთავარ პროკურატურასთან

20 ივლისი 2016, 20:00 1015 ნახვა

აჭარის მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. გიორგი კაკაბაძისა და ხვიჩა კიწმარიშვილის ოჯახების წევრები საქმის გადახედვასა და შვილების გათავისუფლებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ორივე პატიმარი უდანაშაულოა და სასჯელს ცრუ ბრალდების გამო იხდის. მშობლები ასმათ ცენტერაძე და ირმა ვაჩეიშვილი ამბობენ, რომ პატიმრებმა მეცხრე დღეა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართეს და შიმშილობენ. 
თავდაპირველად, ორივე ახალგაზრდა ბათუმში, ნოუთბუქის მოპარვის ბარლდებით დააკავეს. როგორც ოჯახის წევრები ყვებიან, რამდენიმე დღეში დაზარალებულის სახლში დაკარგული ლეპტოპი იპოვეს, თუმცა გიორგი კაკაბაძე და ხვიჩა კიწმარიშვილი არ გაათავისუფლეს. გამოძიება ამჯერად აღნიშნულ პირებს ნახმარი სუნამოს მოპარვასა და 10 დოლარის ქურდობაში ანანაშაულებს. მშობლები ამბობენ, რომ შემთხვევა 21 თებერვალს მოხდა, დაკავებულებს კი 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აქციის მონაწილეებს დღეს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც შეუერთდა. მისი თქმით, სამართლაინობა უნდა აღდგეს და საქმეები გადაიხედოს.

ავტორი: ზაირა ლომაძე

ამავე კატეგორიაში