ე.წ. ''ოცნების ქალაქში'' ლევან ვარშალომიძის მისვლას ხმაური მოჰყვა

19 ივლისი 2016, 20:00 931 ნახვა

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ აჭარაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომრის მისვლას ხმაური მოჰყვა. ლევან ვარშალომიძე დასახლებაში თანაპარტიელებთან ერთად მივიდა. ის წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ საუბარს აპირებდა, რომლის ერთერთი პუნქტი მოსახლეობასთან ხელშეკრულებების გაფორმებას ითვალისწინებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოსახლეობას, გამარჯვების შემთხვევაში, საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ჰპირდებიან. ე.წ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობისყოფილ თავმჯდომარეს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, ის პრობლემები, რომელთა წინაშეც აჭარის მაღალმთიანეთის მცხოვრებლები აღმოჩდნენ, სწორედ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდს უკავშირდება. 
ლევან ვარშალომიძემ ახალი საარჩევნო პროგრამის, სოციალური სახლების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით, ინდივიდუალური ხელშეკრულებები, ხმაურის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილთან მაინც გააფორმა.

შემთხვევის ადგილას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პროვოკაციების მოწყობაში მას ადანაშაულებენ. ბაკურიძე კი ფიქრობს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებთან მისვლის მორალური უფლება არ აქვთ. თამაზ ბაკურიძის თქმით, „ოცნების ქალაქელებს“ პრობლემები სწორედ ვარშალომიძის მმაართველობამ შეუქმნა.

დაპირისპირებისა და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ლევან ვარშალომიძე ამბობს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალში აუცილებლად გაგრძელდება.

ავტორი: ჯენი კვანტალიანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი