ლევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს

19 ივლისი 2016, 20:00 824 ნახვა

აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომერი, მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს. 
საქმე ეხება ლევან ვარშალომიძის მიერ ორი დღის წინ დაწყებულ კამპანიას: ის მოქალაქეებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და, გამარჯვების შემთხვევაში, მათ ბინის აშენებას ჰპირდება. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ ფაქტს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად აფასებენ. 
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი აცხადებს, ლევან ვარშალომიძეს ორშაბათს ელოდებიან. მისივე განმარტებით, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დადგინდება, არსებობს თუ არა დარღვევა.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე უკრაინიდან რეგიონში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

ამავე კატეგორიაში