კახა კახიშვილი თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაის შეხვდა

19 ივლისი 2016, 20:00 886 ნახვა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაის შეხვდა. მხარეებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს და ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 
“თურქული კანონმდებლობით, პირი, რომელიც ციხეს ტოვებს, ვალდებულია ბინა იქირაოს და თურქეთში იცხოვროს. რაც, საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საკითხს აუცილებლად განიხილავენ, რომლის მიხედვითაც საპრობაციო ვადის მოხდა პირს საქართველოში შეეძლება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამავე კატეგორიაში