ინტერპარტიული ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოში ''საარჩევნო კოდექსთან'' დაკავშირებით სარჩელს დღეს შეიტანს

19 ივლისი 2016, 20:00 792 ნახვა

ინტერპარტიული ჯგუფი საკონსტიტუციო სასამართლოში „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით სარჩელს დღეს შეიტანს. 
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი აცხადებს რომ, ჯგუფში შემავალი პოლიტიკური პარტიები, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმ საკანონმდებლო ცვლილებას ასაჩივრებენ, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის უფასო სარეკლამო დროის განაწილებას გულისხმობს და რომლის მიხედვითაც უფასო რეკლამისთვის განკუთვნილი დრო 5 კვალიფიციური სუბიექტის ნაცვლად 11 პარტიაზე უნდა გადანაწილდეს. 
„ეს არის დემონსტრირება ერთობლივი უარყოფითი დამოკიდებულების იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი საარჩევნო კოდექსით საარჩევნო გარემო გაუარესდა“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. 
ის იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს სარჩელს და შეაჩერებს მოქმედ მუხლს, რომელიც რეგულაციებს აწესებს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს „ლეიბორისტული პარტია“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „დემოკრატიული მოძრაობა“ შეიტანენ

ამავე კატეგორიაში