არდაგანის ტბაში თევზია დახოცილი

19 ივლისი 2016, 20:00 76 ნახვა

არდაგანის ტბაში თევზია დახოცილი. შემთხვევა გუშინ საღამოს დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, სავარაუდოდ, მიზეზი ტბის წყლის მაღალი ტემპერატურა გახდა. ისინი განმარტავენ, რომ თევზი საკვებად არ გამოიყენება, თუმცა ადგილობრივები დახოცილ თევზს ტბიდან მაინც იღებენ. 
მერიაში აცხადებენ, რომ ტბას ბათუმის წყალკანალი რამდენიმე საათში გაწმენდს.

ამავე კატეგორიაში