რეფერალურ საავადმყოფოსა და ''მედცენტრში'' მელანო ფუტკარაძის სამედიცინო ისტორიის შესწავლა დაიწყო

26 მარტი 2019, 00:00 13964 ნახვა

რეფერალურ საავადმყოფოში  რეგულირების სააგენტოს ორი წარმომადგენელი დღეს შევიდა. 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის მკურნალობის ისტორიას, მკვლევარები ორივე კლინიკიდან ამოიღებენ. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მელანო ფუტკარაძემ თავდაპირველად რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, პირველადი დახმარების შემდეგ კი იგი კლინიკიდან ბინაზე გაწერეს. 

მოგვიანებით მელანო ფუტკარაძე "მედცენტრში" მოხვდა, ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ, პაციენტი გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების აქციების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა რეგულირების სააგენტოს მიმართა, რომ დადგინდეს  რამდენად კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწიეს გარდაცვლილს. 

"რეგულირების სააგენტომ იწყებს პაციენტ მელანო ფუტაკარძისადმი გაწეული სამედიცინო ხარისხის შესწავლას. ორი დაწესებულებაა ბათუმის რეფერალური საავადმყოფო და ''მედცენტრი''. დავიწყეთ რეფერალურ საავადმყოფოში ისტორიის განხილვა. შემდეგ დაიწყება კლინიკური შეფასება, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოიკვეთება ან თუ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა, გადაწყვეტილებას უკვე პროფესიული განვითარების საბჭო მიიღებს" - გვითხრეს რეგულაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა. 

რა დრო დასჭირდებათ საქმის შესასწავლად და გადაწყვეტილების მისაღებად რეგულირების სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ.  "არსებობს პროცედურები და შევეცდებით მოკლე დროში გვქონდეს შედეგები" - განუცხადეს უწყების წარმომადგენლებმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში