პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს განიხილავს

15 მარტი 2019, 00:00 1254 ნახვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი - პარლამენტი სამ განსხვავებულ კანონპროექტს განიხილავს. ყველა ავტორი ამტკიცებს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცების გარანტია.

ევროპული საქართველოს წევრები  პარლამენტში დღეს ისევ ამტკიცებდნენ, რომ „ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი“ გარიგებაშია ხელისუფლებასთან, კერძოდ, მის არაფორმალურ მმართველ ივანიშვილთან და სასამართლოს რეფორმის კრახზე საუბრობენ.

კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, წამყვანი კომიტეტის სხდომა ხვალ ჩაინიშნა, პროცესის ფორსმაჟორულ ვითარებაში წარმართვა გააპროტესტა დღეს ეკა ბესელიამ. ამ წუთებში დეპუტატები უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს განიხილავენ.  უკვე მოისმინეს ევროპული საქართველოსა და ეკა ბესელიას ინიციატივა, დღეს კანონპროექტებთან დაკავშირებით დეპუტატებს არაერთ შენიშვნა ჰქონდათ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში