სატვირთო ავტომობილების მძღოლების პროტესტი

13 მარტი 2019, 00:00 1323 ნახვა

სატვირთო ავტომობილის მძღოლები საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ნებართვების შეზღუდვას აპროტესტებენ. მძღოლები ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე დღეა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან რიგში დგომა უშედეგოდ უწევთ. სატვირთო ავტომობილის მძღოლები ირწმუნებიან, რომ საზღვარგარეთ ტვირთების გატანის მიზნით  ვიზების მისაღებად დიდი თანხები დახარჯეს, თუმცა ნებართვას უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ელიან.  ირწმუნებიან, რომ  უწყება განმარტებებს არ აძლევს.

სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, თურქეთისა და რუსეთის მიმართულებით მძღოლებს  გადაადგილების რაოდენობა შეზღუდული არ აქვთ, რაც შეეხება ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანის გავლით ტვირთისა და მგზავრების გადაყვანის ნებართვას, როგორც მიხეილ ხმალაძე აცხადებს, საერთაშორისო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას შეზღუდული ერთიანი რაოდენობით უწესებს სანებართვო კვოტას. თბილისსა და ბათუმშო მძღოლებზე მხოლოდ 200  ნებართვა გაიცა, რიგითობის პრინციპით. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში