ბიზნესმენი კერძო სექტორზე ზეწოლაზე საუბრობს

12 მარტი 2019, 00:00 3649 ნახვა

კომპანია ''დექსტერ დეველოპმენტის“ დამფუძნებელი ბათუმის მერსა და მთავრობის თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებს. ბიზნესმენი ლევან კანთელაძე აცხადებს, რომ 2016 წელს ნინოშვილის 25 ნომერში ბარაკული ტიპის სახლების ნაცვლად მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა უნდა დაეწყო, რისთვისაც კა-2 კოეფიციენტის გაზრდაზე მაშინდელმა მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უშუამდგომლა.

2018 წელს კი  მშენებლობის ნებართვა ძეგლის დაცვის ზონაში ქალაქის მერმა არ მისცა. ლევან კანთელაძე ამბობს, რომ ნინოშვილის ქუჩის დათმობის სანაცვლოდ ლაშა კომახიძეს ბაგრატიონის ქუჩა შესთავაზა, რაზეც თავდაპირველად მერისგან თანხმობა მიიღო,  მოგვიანებით კი ლაშა კომახიძემ  მთავრობის თავმჯდომარესთან გადაამისამართა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი