შსს-მ კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა

31 იანვარი 2019, 00:00 1677 ნახვა

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების მორიგი ფაქტი - შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა. უწყებაში განმარტავენ რომ სამართალდამცველების მიერ მოხდა ამავე ქსელის ადმინისტრაციის ჯგუფთან კომუნიკაცია.

გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება“, - აცხადებენ შს სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ჩანაწერები გავრცელდა, რაც შსს-მ ასევე დაბლოკა. 

ამავე კატეგორიაში