ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა 2 წლამდე პატიმრობით დაისჯება

01 დეკემბერი 2018, 00:00 605 ნახვა

ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შს სამინისტროს კანონპროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებებით, წარსულში ოჯახური დანაშაულის ან ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებული იქნება, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება

ასევე, გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გამეორება გახდა და სანქცია უფრო მკაცრი იქნება. პირს შემაკავებელი ან დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი