პიარი თუ დაპირების შესრულება?

30 ივლისი 2016, 00:00 2956 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა უწყებათა შორის კომისიას მიმართავს, გამოიკვლიოს, იყო თუ არა სახელისუფლებო პიარი,  მთავრობის  თავმჯდომარის მიერ ღორჯომის  მოსახლეობისთვის სასწრაფო დახმარების მანქანის გადაცემის ფაქტი. პეტრე  ზამბახიძის  თქმით, ორი კვირის  წინ მოსახლეობისთვის საჯაროდ მიცემული პირობის ასევე  საჯაროდ შესრულება, გამიზნული პიარკამპანია და ამომრჩევლის ნდობის მოპოვების მცდელობაა. ნაციონალური მოძრაობის განცხადებას ჯანდაცვის  სამინისტროში სპეკულაციად აფასებენ.   უწყების წერილობით განცხადებაში განმარტებულია, რომ  ღორჯომის  ხეობისთვის სასწრაფო დახმარების მანქანის  გადაცემისას სამართლებრივ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რადგან არ მომხდარა დამატებითი  ფინანსური რესურსის გამოყენება. მანქანის გადაცემა მთავრობის  თავმჯდომარის მიერ  აღებული ვალდებულების  შესრულება იყო და მას  საერთო არაფერი აქვს საარჩევნო მიზნებთან. 

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი