დაყადაღებული კურორტი გომარდული

22 ოქტომბერი 2018, 00:00 2402 ნახვა

გომარდულის ფუნქციონირების საკითხი კვლავ გაურკვეველია, იმის მიუხედავად, რომ კურორტი 6 წლის განმავლობაში, სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში,  ორჯერ გაიხსნა. ბოლოს კი გასულ წელს. მთავარი პრობლემა კვლავ მიწის გადასახადია, რის გამოც ქონება დღესაც დაყადაღებულია. „გომარდულის“ აქციონერებმა 42  ჰექტარი მიწის ფართობი ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს, იმ პირობით, რომ ფინანსური სანქციიდან გათავისუფლდებოდნენ, რომელიც დღეს უკვე მილიონ ლარზე მეტია. თუმცა ქონება კვლავ დაყადაღებული, ბიზნესმენები კი მოლოდინის რეჟიმში არიან.

ყადაღის მოსახსნელად ეკონომიკის სამინისტრომ აქციონერებს მიწის ფართობის გადაცემის გარდა,  კურორტზე 40 ნომრიანი ჰოსტელის მოწყობა მოსთხოვა, რასაც ბიზნესმენები კურორტის დაყადაღების გამო ვერ ასრულებენ.  გასულ წელს აქციონერებმა დამატებით, 150 ათას ლარზე მეტი დახარჯეს კურორტის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, თუმცა ისევ არის პრობლემები. საკითხზე კომენტარი შემოსავლების სამსახურში ამ დრომდე არ გაკეთებულა. რეგიონის მმართველი კი ირწმუნება, რომ კურორტი წელს აუცილებლად გაიხსნება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში