საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

14 ოქტომბერი 2018, 00:00 1674 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. ლიტურგიას პრემიერ-მინისტრი და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ იესოს კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს.

ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და აღესრულა,იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4 საუკუნეში,  მეფე მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყვიტეს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ასევე მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას იხსენიებს.

ამავე კატეგორიაში