მოსახლეობა კარიერის მოპოვების სამუშაოებს აპროტესტებს

31 ივლისი 2018, 00:00 1928 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ კვირიკეში კვლავ კარიერაზე წარმოებულ აფეთქებებს აპროტესტებენ. მოქალაქეები სწორედ ამას უკავშირებენ სახლებზე გაჩენილ ბზარებსა და წყლის დაშრობას. ამასთან ამბობენ რომ დაწეულია წყლის დონე მდინარეზეც, სადაც ამჟამად “კინკიშა-ჰესის” მუშაობაც გაჩერებულია.

პროტესტი ადგილობრივებმა 2 თვის წინაც გამოხატეს, მაშინ წიაღის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ლიცენზიის შესრულების ხარისხიანობას შეისწავლიდნენ. რა დარღვევები აღმოაჩინა სააგენტომ და რას ამბობენ ლიცენზიის მფლობელები? 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში