შინაგან საქმეთა მინისტრის ბოდიში და საპროტესტო აქციებიდან დიალოგის რეჟიმში გადასული მხარეები. პარლამენტის წინ შეკრებილებმა დაშლა მას შემდეგ გადაწყვიტეს რაც გიორგი გახარიამ ბოდიში მოიხადა და პარასკევის ღამის მოვლენების შესწავლის პირობა დადო.
ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა მოძრაობა ,,თეთრი ხმაურის” წევრებთან შეხვედრა. საპროტესტო აქციის მონაწილეები უსაფრთხოების მიზნით გიორგი გახარიამ და ქალაქის მერმა გააცილეს. მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა მინისტრი კონტრაქციის წარმომადგენლებთან მივიდა, რომლებსაც ასევე დაშლისკენ მოუწოდა.