ახალგაზრდები ერთკვირიან ტაიმაუტს იღებენ და სამუშაო მაგიდასთან ინაცვლებენ

14 მაისი 2018, 00:00 2230 ნახვა

ახალგაზრდები, რომელებიც ორი დღეა, პარლამენტთან პოლიციურ სისტემას აპროტესტებდნენ, სამუშაო რეჟიმში გადავლენ. ამის შესახებ, აქციის ორგანიზატორმა ბექა წიქარაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა, 12 მაისის, სპეცოპერაციაზე პოლიციის ძალის გადამეტების გამო, ბოდიში მოიხადა. 

 "აქციას ვაანონსებ შაბათს, უფრო ორგანიზებულს და დიდს.  მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიმუშავებთ და ვნახავთ რამდენად კონსტრუქციული და რეალიზებული იქნება დაპირებები. გვაქვს გამოწვევა საზოგადოებრივ აზრთან, მიდის ანტიპიარი. მინდა ყველას გთხოვოთ, მთელი ეს კვირა ვიმუშაოთ კამპანიაზე, რომ საზოგადოებას დავანახოთ რისთვის ვიბრძვით რა გვინდა რომ საზოგადოებას დავანახოთ რომ მართლები ვართ. საბოლოო გამარჯვებისთვის ხმაური, ჩვენ არ დავნებდებით" - განაცხადა წიქარაშვილმა.

გახარიამ კი, აქციის დატოვებამდე ახალგაზრდებს უთხრა, რომ თუ დაპირებები არ შესრულდა, მათ შეეძლებათ თავისუფალ ქალაქში ნებისმიერ დროს შეიკრიბონ, იცეკვონ ან მუსიკა ჩართონ

ამავე კატეგორიაში