ვიცე-პრემიერის დაპირება

25 ივნისი 2016, 00:00 2315 ნახვა

გონიოელებს მიწები დაუკანონდებათ - ეს განცხადება საქართველოს ვიცე პრემიერმა ბათუმში გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, ვის საკუთრებაშია რეალურად გონიოს მიწები და დაუკანონდებათ თუ არა ის მოსარგებლეებს- მოკლე პასუხი გასცა და განაცხადა, რომ ეს საკითხი მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყდება. მეთორმეტე დღეა გონიოელბი ბათუმის მერიასთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ქალაქის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიისგან ადმინისტრაციული სამართლწარმოების აქტის მიღებას ითხოვენ, რომლითაც შესაძლოა ხელვაჩაურის იმავე კომისიის მიერ 2010 წელს მიწების ჩამორთმევაზე მიღებული გადაწყვეტიელბა გაუქმდეს. 

ამავე კატეგორიაში