აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - Adjara TV

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

22 ივნისი 2016, 00:00 1622 ნახვა

ბათუმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ გონიოელებს  ლეიბები წაართვა, ერთი ადამიანი  კი დააკავა. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, სამართალდამცველებმა  აქცია ბათუმის მერიასთანაც დაშალეს.  ადგილზე იმყოფება ბათუმში სახალხო დამცველისა და   არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები,  ასევე უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, მედეა ვასაძე.  მომხდართან დაკავშირებით დღის ბოლოს შესაძლოა სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელოს.

ამავე კატეგორიაში