ინციდენტი ქობულეთში

12 სექტემბერი 2017, 00:00 3038 ნახვა

ქობულეთში, პოლიციელებს მოქალაქეების ცემაში ადანაშაულებენ. ახალგაზრდები, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებათ, აცხადებენ რომ გვიან ღამით ერთ-ერთ რესტორანთან მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურეობრივ მაისურებში ჩაცმულმა დაახლოებით 8 პოლიციელმა სცემა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, აცხადებენ, რომ მონაწილე პირების ვინაობა დადგენილია და ძალოვანი უწყების თანამშრომელთა მონაწილეობა არ ფიქსირდება.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში