მონადირეთა პროტესტი

29 აგვისტო 2017, 00:00 1230 ნახვა

ჭოროხის დელტასთან ნადირობის აკრძალვამ მონადირეთა უკმაყოფილება გამოიწვია. აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის წევრებმა დღეს მთავრობის სახლთან აქცია გამართეს. მთავარი მოთხოვნა ნადირობის სეზონის დასრულებამდე ამ ტერიტორიაზე ნებართვის მიღება და გამოწერილი ჯარიმების გაბათილება იყო. აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ ორგანოთა ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი შეხვდა.

კახა შაშიკაძეს სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა როგორც შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, მთავრობის წარმომადგენელმა საკითხის განსახილველად რამდენიმე დღე ითხოვა. ნადირობის სეზონი აგვისტოში დაიწყო და მარტის ბოლოს დასრულდება. აჭარის მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციაში 7000-მდე წევრია გაერთიანებული. სახელმწიფო ნაკრძალებში პარკებსა და ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობა აკრძალულია. ბათუმის საზღვრების გაზრდის შემდეგ ჭოროხის დელტა ქალაქის ტერიტორიაში მოექცა, გარემოს დაცვის მინისტრის მიერ 2013 წელს გამოცემული ბრძანების თანახმად ნადირობა ამ ტერიტორიაზეც აიკრძალა.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი