გორგილაძის ქუჩაზე 40 წლამდე ასაკის ქალს ავტომობილი დაეჯახა

23 აგვისტო 2017, 00:00 3793 ნახვა

გორგილაძის და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში ფეხით მოსიარულეს ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული გულ-მკერდის დახურული დაზიანებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

თვითმხილველების ინფორმაციით ქუჩაზე ქალი და მამაკაცი ერთად გადადიოდნენ, სწრაფად მიმავალი ჯიპი ქალს დაეჯახა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში